სოლიდარობის ნიშნად, Glovo-ს კურიერების პროტესტს Wolt-იდან და Bolt-იდან შეუართდებიან

Glovos-ს კურიერების პროტესტს, სოლიდარობის ნიშნად, Wolt-ისა და Bolt-ის კურიერები შეუერთდნენ. Glovo-ს კურიერების ნაწილი უკვე მესამე დღეა გაფიცულია, ისინი შეკრებასა და თბილისის მასშტაბით მსვლელობის მოწყობას დღესაც აპირებენ.

“გლოვოს დავუდექით გვერდში, იმიტომ რომ ერთი ტკივილი გვტკივა ამათაც და ჩვენც. ვინც რაღაც მოითხოვა, თავისი პროტესტი გამოხატა, მოითხოვა, რომ ხელფასი არ მოაკლდეს, გაუთიშეს პროგრამა და ვეღარ შემოვიდა სამუშაოდ და ასე დანერგეს შიში. ასე თუ ისე 200-300 კაცამდე გააჩერეს,”- თქვა Wolt-ის კურიერმა.

კურიერები კომპანიის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მათ საბონუსე სისტემა მოუხსნეს და ანაზღაურება შეუმცირეს. პროტესტის გამოხატვის შემდეგ კი მათ კომპანიისგან შეტყობინება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, ხელმძღვანელობამ მათთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუში ვაქცინაციის შემდეგ, ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავუშვათ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განადგურება