სოლიდარობის მორიგი აქცია – აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერები სუს-თან შეიკრიბებიან

სოლიდარობის მორიგი აქცია თბილისში. მთავრობის კანცელარიის შემდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლები დღეს უკვე უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორი ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაა. ქართველი ჟურნალისტები ხელისუფლებისგან ითხოვენ ახსნას, თუ როგორ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი აფგან მუხთარლიმ პასპორტის გარეშე. უსაფრთხოების სამსახურისგან კი განმარტებას ელოდებიან – იყვნენ თუ არა ქართული სპეცსამსახურები აზერბაჯანელი ჟურნალისტის დაკავებაში ჩართული.

მათივე განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია მომხდარი დროულად გამოიძიოს. ჟურნალისტების პროტესტს უერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

banner
წინა სტატიაში“აფგან მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ” – ადვოკატი სტრასბურგში სარჩელს შეიტანს
შემდეგი სტატიასაპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო კობაიძე დაინიშნოს