
MotoForPeace არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც სოლიდარობის მისიების განხორციელების მიზნით, იტალიის სახელმწიფო პოლიციის, კარაბინერთა კორპუსისა და სხვა ევროპული ქვეყნების სამართალდამცველი უწყებების თანამშრომლებს აერთიანებს.
MotoForPeace-ს ინიციატივა (45 დღეში გავლილი 12 ათასი კილომეტრი და 6 ქვეყანა!) სოლიდარობისა და მშვიდობის ერთგვარი გზავნილია და ის მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის დახმარებას ადგილობრივი განვითარების პროექტების მეშვეობით. გარდა ამისა, ეს ინიციატივა განსხვავებულ ხალხებთან და კულტურებთან, ასევე, სხვადასხვა ინსტიტუციებთან შეხვედრის შესანიშნავი შესაძლებლობაცაა: საქართველოში ყოფნისას ექსპედიციის 12 წევრი შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი შეუწყეს ექსპედიციის გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე.















