სოლიდარობის აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკავებულია – გავრცელებული ინფორმაციით, ის გუშინ, რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის აქციას უერთდებოდა.

მაჩალიკაშვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ის ადმინისტრაციული წესით იმ 32 პირს შორისაა, რომელიც გუშინ აქციაზე დააკავეს.

როგორც მაჩალიკაშვილის ადვოკატი აცხადებს, გუშინ ღამე ჩიტაძის ქუჩის კუთხის მიმდებარედ ძალადობრივი ჯგუფები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ამავდროულად, მალხაზ მაჩალიკაშვილს აყენებდნენ შეურაცხყოფას.

უფლებადამცველის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციის მოწოდების დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებითაა დაკავებული.

“სოლიდარობის აქციის მხარეს იდგა და ჯებირებს მიღმა ადამიანები მისი მისამართით იჩენდნენ დევნას ასე ვთქვათ. როდესაც მისი იდენტიფიცირება მოხდა დაუწყეს როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ფიზიკურადაც იწევდნენ მისკენ. ფაქტი არის, რომ თუ მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა პოლიცია, მის მიმართ ადმინისტრაციული დაკავება არ უნდა განეხორციელებინა,” – განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატმა მარიამ პატარიძემ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – ძალადობის წამახალისებელი ჯგუფები იმართება ღარიბაშვილისა და მისი კლანის, სუს-ისა და ხელისუფლების მიერ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ქვეყანაში ჩვეულებრივად ცხოვრობენ, ისინი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან