საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის სასამართლო პროცესზე პოლიტიკური გამოსვლის დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მასობრივ დაკავებას გამოეხმაურა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა:
“სოლიდარობას ვუცხადებ გახარიას, რომელიც მოითხოვდა ვყოფილიყავი ციხეში, ასევე ოქრუაშვილს, რომლის ყალბი ჩვენებით ვარ გისოსებში. განვიცდი, რომ ხაზარაძე, ვაშაძე, მელია, ჯაფარიძე, მეორე ჯაფარიძე ციხეში არიან”, – განაცხადა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა.