სოლიდარობა ,,რუსთავი-2,,-ს

media-interview1 копияსააგენტო ,,თაიმერის,, განცხადება!

ვთვლით, რომ ტელეკომპანია ,,რუსთავი-2,,-ს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პრობლემები ჰქონდა მიუკერძოებლობის თვალსაზრისით და არ გამოვრიცხავთ, რომ მისი ყოფილი და დღევანდელი მფლობელების ხელში, ეს კომპანია კანონდარღვევებისა და ზეწოლის გზით გადადიოდა… ვიზიარებთ იმ აზრსაც, რომ ,,რუსთავი-2,, დიდი ხნის მანძილზე იყო ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯფუფის რუპორი… მიუხედავად ამისა, ღრმად ვარ დარწმუნებულები, რომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში დაჩქარებული წესით განხორციელებული, ე.წ. სამართლებრივი პროცესები, მიზნად ემსახურება არა ამ კომპანიის კანონიერი მეპატრონის დადგენას, არამედ მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და მისი, როგორც კრიტიკული მედიასაშუალების გაჩუმებას… რაც პირდაპირ მიანიშნებს ხელისუფლების მხრიდან მედია-პლურალიზმის ჩახშობისა და თავისუფალი სიტყვის აკრძალვის მცდელობაზე… ეს ყველაფერი კი – ჩვენში, როგორც თავისუფალ ჟურნალისტებში და დამოუკიდებელ მედია-ორგანიზაციაში, იწვევს დიდ პროტესტს და გულისწყრომას, რის გამოც სააგენტოს სრული შემადგენლობა სოლიდარულები ვართ ,,რუსთავი-2,,-ს დღევანდელი კოლექტივის მიმართ!!!

საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი” – „რუსთავი 2“-ს სოლიდარობას ქონებისთვის დაყადაღების დღიდანვე უცხადებდა. ვწუხვართ, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ჟურნალისტებს არ ეძლევთა საშუალება, სრულფასოვნად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. ვთვლით, რომ ,,რუსთავი-2,,-ს მიმართ განხორციელებული სასამართლო დავა გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს… ხოლო მოსმართლე ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ს და ქართულ ჟურნალისტიკას, არამედ, ზოგადად ქართულ საზოგადოებას. მოვითხოვთ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას – ჩვენს ფუნდამენტურ უფლებას, კანონი რეალურად იცავდეს!

გვინდა, კიდევ ერთ ფაქტს გავუსვათ ხაზი… ის, რომ დღეს ,,თაიმერი” სრული შემადგენლობით არ არის წარმოდგენილი „რუსთავი 2“-ის ეზოში, მხოლოდ ერთი მიზეზით აიხსნება: ახლა ჩვენი მოვალეობაა, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ,,თაიმერის,, რედაქცია

banner
წინა სტატიაშიასეთი განცხადების შემდეგ, როგორც წესი მთავრობა ისტორიის სანაგვეზე მიდის
შემდეგი სტატიაზურაბ ერქვანია– ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაცია, პასპორტიზაცია და უკონტროლო ტერიტორიები