“სოლიდარობა მიშას” – რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია იწყება

სოლიდარობა მიშას – ამ წუთებში რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია იწყება. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ადგილზე საავტომობილო მსვლელობით მივიდნენ. კოლონა
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან დაიძრა და გზა რუსთავამდე პროტესტის საყვირებით გაიარა.

მოთხოვნა უცვლელია, აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

“თქვენ აქციებს იხილავთ, დიახ, ეს იქნება ერთიანი აქციები, სადაც იქნება ოჯახი, პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ჩვენთვის, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ახლა მთავარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნეს უზრუნველყოფილი, იგი იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, და ეს არის მთავარი მიმართულების ხაზი. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ჩვენ მეგობრებთან ქვეყნის გარეთ, ასევე, შიგნით საპროტესტო აქტივობებით, იმიტომ რომ ორივე მიმართულებაა მნიშვნელოვანი, გარე წნეხი და შიდა წნეხი, რომ შედეგს მივაღწიოთ”, – თქვა აკაკი მინაშვილი.

წინა სტატიაშიAmnesty International – არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინა
შემდეგი სტატიაბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ