21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

“სოლიდარობა ემიგრანტებს” – თბილისში რიგით 35-ე “შაბათის მარში” მიმდინარეობს

თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა იმართება. უწყვეტ საპროტესტო აქციებში ჩართული მოქალაქეები რიგით 35-ე „შაბათის მარშს“ მართავენ.

დემონსტრანტები ავლაბრის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმართულებით გადაადგილდებიან. დღევანდელი მარშის მთავარი თემა უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების მხარდაჭერაა.

„ივანიშვილმა ემიგრანტებს ხმის უფლება წაართვა“, — აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.

მსვლელობისას ტრადიციულად ისმის სხვა ძირითადი გზავნილებიც, მათ შორის აქციებზე დაკავებული პირების მხარდაჭერა და მათი გათავისუფლების მოთხოვნა.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა მიწისძვრის შემდეგ ინდონეზიის დასახმარებლად მზად არის
შემდეგი სტატიარუსულმა დრონმა ზაპოროჟიესთან მოსავლის აღებისას ფერმერებს დაარტყა — არის მსხვერპლი