სოლიდარობა აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს – მერიასთან აქცია დაანონსდა

თბილისის მერიასთან აფრიკის დასახლების მცხოვრებლების სოლიდარობის აქცია ჩაინიშნა. კალაძის უწყებასთან დღეს 6 საათზე შეიკრიბებიან და გააპროტესტებენ დღევანდელ მოვლენებს.

დღეს, 6 საათზე, ვიკრიბებით თბილისის მერიის წინ, რათა გავაპროტესტოთ ის სისასტიკე, რასაც ადგილი აქვს აფრიკის დასახლებაში.

სახელმწიფო პოლიციური ძალის გამოყენებითა და მძიმე ტექნიკით სახლებს უნგრევს და პანდემიის პირობებში, ზამთარში უსახლკაროებისთვის იმეტებს ჩვენს მოქალაქეებს. ქალაქის მერიის მსგავსი სისასტიკის გაპროტესტება ჩვენი პასუხისმგებლობაა!

გთხოვთ, გავერთიანდეთ სოლიდარობის მიზნით და აფრიკის მოსახლეობის დასაცავად! – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიგირჩი: გამოყრის ნაცვლად, მიწები და შენობები ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრებაში უნდა გადაეცეს
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევას ხაშურში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი