Solar Impulse-ი დედამიწის გარშემო ფრენას ასრულებს

Solar Impulse-ი დედამიწის გარშემო ფრენას ასრულებს

8თვითმფრინავმა Solar Impulse 2, რომელიც მზის ელემენტებზეა, დედამიწის გარშემო გადაფრენის ბოლო ეტაპი დაიწყო. ქაიროდან აფრენილი, როგორც ელოდებიან, 48 საათში აბუ-დაბიში დაფრინდება, საიდანაც დაიწყო სტარტი.
დედამიწის გარშემო ფრენის პროექტი 2015 წლის 9 მარტს დაიწყო. თვითმფრინავს მართავენ შვეიცარიელი მფრინავები ბერნარ პიკარი და ანდრე ბორშბერგი.

თვითმფრინავის ფრთა 72 მეტრია. წონა – 2,3 ტონა. ფრენისას მხოლოდ მზის ენერგიას იყენებს. ფრთები დაფარულია 17 ათასი მზის ელემენტით.
პროექტის მთავარი მიზანია, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიის შესაძლებლობების დემონსტრირება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა
შემდეგი სტატიაქუთაისის ქუჩა გადაიკეტება და დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები