სოხუმში ტელევიზიის აფეთქების ადგილიდან ვიდეო ვრცელდება

სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეზოში დღეს მომხდარი აფეთქების შესახებ ვიდეო ვრცელდება.
აფეთქება თვითმკვლელმა მამაკაცმა მოახდინა. შემთხვევას მხოლოდ თვითმკვლელი შეეწირა.
ინციდენტის ადგილზე აღმოჩენილია მისი ცხედარი. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილს სწავლობენ.

აფხაზეთის ტელერადიოკომპანია, რომლის ტერიტორიაზეც აფეთქება მოხდა, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით, გაძლიერებულია დაცვა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.
აფეთქების შედეგად ტელევიზიის თანამშრომლები არ დაშავებულან.
რეიდები ტარდება სოხუმის შესასვლელსა და გასასვლელში.
“როგორც კი პირველი ინფორმაცია გვექნება, ჟურნალისტებისათვის ბრიფინგს გავმართავთ” -განაცხადა
დე-ფაქტო შს მინისტრმა ასლან კობახიამ, რომლის თქმითაც, ასაფეთებელი ნივთიერება 150-200 გრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.

https://www.youtube.com/watch?v=UXrii0D4grY&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე დიდთოვლობის გამო მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიალიტვის სასამართლო 1991 წლის საქმეზე გორბაჩოვს დაკითხავს