სოხუმში ტელევიზიის აფეთქება, შესაძლებელია დონეცკში “მოტოროლას” მკვლელობას უკავშირდებოდეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 17, 2016 17:09

სოხუმში ტელევიზიის აფეთქება, შესაძლებელია დონეცკში “მოტოროლას” მკვლელობას უკავშირდებოდეს

14619918_658343487659175_186006191_nსოხუმში ტელევიზიის ტერიტორიაზე თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქება, შესაძლებელია, დონეცკში განსაკუთრებული სისასტიკითა და ცინიზმით ცნობილი რუსი სეპატარისტის არსენ პავლოვის, მეტსახელად “მოტოროლას” მკვლელობას უკავშირდებოდეს – ასეთი აზრი გამოთქვა აფხაზეთის დე-ფაქტო ყოფილმა შს მინისტრმა რაულ ლოლუამ.
“შესაძლებელია არის კავშირი. “მოტოროლასთან” ერთად აფხაზეთის ერთი მოქალაქე მოკლეს, მე როგორც გავიგე. შესაძლებელია სოხუმში დღეს მომხდარი აფეთქებით, გარკვეულ ძალებს იმის ჩვენება უნდათ, რომ მათთვის აფხაზეთში ნებისმიერი ხელმისაწვდომია” – ამბობს ლოლუა.

16 ოქტომბერს, დონეცკში, საკუთარი ბინიდან გამოსული “მოტოროლა” ლიფტში შესვლისთანავე თვითნაკეთი ასფეთქებელი მოწყობილობით ააფეთქეს.
,,მოტოროლას,, მკვლელობას, დონეცკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელები, განიხილავენ როგოც უკრაინის მიერ ჩადენილ ტერორისტულ ქმედებას, რომლის მიზანიც დონეცკში სიტუაციის არევაა.
აღსანიშნავია, რომ ,,მოტოროლად,, წოდებული არსენ პავლოვი უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ ითვლებოდა რუს სეპარატისტებში. ის კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული საბრძოლო მოქმედებებში და ბრძოლის ველიდან პირდაპირ ეთერშიც ხშირად ერთვებოდა რუსულ ტელეარხებს, რამაც მას სეპარატისტებში დიდი პოპულარობა მოუტანა.

დღეს მომხდარი აფეთქების დეტალებზე, აფხაზეთის დე-ფაქტო შსს-ს ოფიციალური განცხადება დილიდან არ გაუკეთებია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 17, 2016 17:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics