სოხუმში სკოლის მოსწავლე დააკავეს, რომელიც სკოლაში სროლის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი

სოხუმის ე.წ. უშიშროების სამსახურმა №6 სკოლის მოსწავლე ჯამილ დმიტრიენკო დააკავა. ის ეჭვმიტანილია იმაში, რომ სკოლაში სროლის მოწყობას გეგმავდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

როგორც დე ფაქტო უწყება იუწყება, ოპერატიული ინფორმაცია მან მიმდინარე წლის მარტში მიიღო. დმიტრიენკო დანაშაულის ჩადენას „საზაგოდოებისთვის საშიში მეთოდით“ აპირებდა. ამისთვის ჯამილ დმიტრიენკო „ტელეგრამის“ მეშვეობით ჯგუფ «Kolumbайн»-ში დარეგისტრირდა, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში მასობრივი მკვლელობების პროპაგანდით არის დაკავებული. ამის შემდეგ დმიტრიენკომ იარაღის, ტყვია-წამლის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენის შესაძლებლობების მოძიება დაიწყო.

საქმის მასალები უკვე გადაეცა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურას.

banner
წინა სტატიაშიზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი პუტინისგან სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს
შემდეგი სტატიაუნდა დავასრულოთ ეს ომი რაც შეიძლება მალე, რათა მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას – ანდრეი ერმაკი