სოხუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ პარლამენტის შენობა ალყაში მოაქციეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტში სესია, რომელზეც ინვესტიციების შესახებ აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირების საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო. ე.წ პარლამენტის წევრებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ მოხდეს სესიის გადადება და დეპუტატებმა კანონის წინააღმდეგ მისცენ ხმა.
პროტესტის მასშტაბი სულ უფრო იზრდება. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მიტინგს ხალხი ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა რაიონიდან უერთდება და ამჟამად აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი დგას.
ცოტა ხნის წინ შენობა დატოვა აფხაზეთის ე.წ.-მა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი პირადი დაცვის უფროსი აქციის მონაწილეებთან მივიდა და დაპირდა, რომ მათ მოთხოვნებს ბჟანიას გადასცემს. ოპონენენტები ასლან ბჟანიას, უკვე დიდი ხანია, ხალხისთვის დამაზიანებელი საქმის მსახურებასა და გულგრილობაში სდებენ ბრალს.