სოხუმში სამხატვრო გალერეია დაიწვა განადგურებულია 4000 ნამუშევარი

სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ დაიწვა – ეს არის სამხატვრო გალერეის 4000 ეგზემპლარი,-იუწყება Apsnypress.

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა დინარა სმირმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „გამოუსწორებელი ზარალია ეროვნული კულტურისთვის“.

“შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. ეროვნული სამხატვრო გალერეაში 4 000-ზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, რომლებიც ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობის მეორე სართულზე იყო განთავსებული. მათ შორის, ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარია. ეს აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის გამოუსწორებელი დანაკარგია. ცრემლები მახრჩობს, მიჭირს საუბარი”. – ამბობს დინარა სმირი.

როგორც სამხატვრო გალერის დირექტორი, სურამ საკანია ამბობს, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა.

“დავდივარ და ვტირი. საშინელებაა. მეხანძრეების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა. როგორც ჩანს, ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვა მოხდა. ყველა ნახატი დაიწვა. ეს ჩვენთვის გამოუსწორებელი ზიანია”. – აღნიშნა საკანიამ

4000 ნახატი ხანძრის შედეგად დაიკარგა და ჩაქრობის პროცესში წყალმა დააზიანა.

 

 

banner
წინა სტატიაშიავღანეთში რუსული თვითმფრინავი Falcon 10 გაუჩინარდა, წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.
შემდეგი სტატიასოხუმში, 03:38 საათზე სამხატვრო გალერეია დაიწვა-გადარჩენილთა შორის არის შჩეგლოვის, ავიძბას, სერგეი სანგალოვის, გოლავის, სერგეი გაბელიას, ცვიჟბას, თაჩულიას, მინასიანის ნამუშევრები