– სოხუმში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ხალხი იკრიბება და ჭიშკარს ამტვრევს;
– ხალხი თავისუფლების მოედნისკენ მიმართება;
– ოპოზიციური ბლოკის ლიდერები ისევ დაკავაბეულები არიან.
ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. დაკავების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. სამართალდამცავებიდან შეკრებილებთან არავინ გამოსულა. შენობაშიც არავის უშვებენ. ვითარება იძაბება. შეკრებილები ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცია 15 ნოემბერს საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. ამ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს.