სოხუმში საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო

სოხუმში დაანონსებული საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო. მასში 20 ქვეყნის 32 ახალგაზრდა რეჟისორი მონაწილეობს .
SIFF-ის (Sukhum International Film Festival) საორგანიზაციო კომიტეტმა მანამდე გამოქვეყნა, რომ ფესტივალში მონაწილეობაზე განაცხადი 3 ათასამდე რეჟისორმა გააკეთა, მათ შორის, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ირანიდან, მაროკოდან და სხვა.

ფესტივალის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების კომენტარში ნათქვამია: “აღნიშნული პირების (ფესტივალის მონაწილეების – რედ.) სოხუმში ჩასვლა ატარებს კერძო ხასიათს. ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე ქვეყანას”, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ფესტივალში მონაწილე პირების ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ მათ პროგრამაში მოხსენიებულ პირებს/რეჟისორებს მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და მისცეს მკაფიო რეკომენდაცია, თავი შეიკავონ აღნიშნული რეგიონის ვიზიტისაგან”, ამასთანავე, ” ხსენებული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ცალსახაა, რომ მსგავსი ღონისძიებები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის პროპაგანდის ნაწილს, რომელიც მიმართულია სოხუმსა და ცხინვალში არსებული საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციისა და ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის მცდელობისაკენ”, ასევე, საგარეო უწყება დარწმუნებულია, რომ ” მსგავსი პროპაგანდისტული მეთოდებით, შეუძლებელია ზიანი მიადგეს საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე არაღიარების პოლიტიკას”.

სოხუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორების თქმით, გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო 9 ნომინაციაში გადაეცემათ. ჟიურიში რუსი და აფხაზი რეჟისორები არიან.

https://youtu.be/j5-3PP7iT5A

 

banner
წინა სტატიაშინადეჟდა სავჩენკოს დამ ავტომობილში ბომბი აღმოაჩინა
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება სკრიპალების შინაური ცხოველების მდგომარეობას კითხულობს