სოხუმში მოზარდი სავარაუდოდ ღორის გრიპს ემსხვერპლა

აფხაზური მედია და სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები ეხმაურებიან სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბავშვის გარდაცვალების ფაქტს. როგორც ისინი ამტკიცებენ, მოზარდი ე. წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოს მთავარი ექიმი იგორ ჯოპუა უარყოფს ამ მოსაზრებას. მისი გამცხადებით, აფხაზეთში H1 N1 ვირუსით ჯერ არავინ გარდაცვლილა, თუმცა საავადმყოფოში ღორის გრიპით დაავადებული რამდენიმე ბავშვი გადის მკურნალობას.

banner
წინა სტატიაშიგოჩა მირცხულავა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება რუსული გავლენის უმთავრეს ინსტრუმენტად
შემდეგი სტატიარიოში საფეხბურთო კლუბში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა