სოხუმში მომიტინგეები შსს შენობას უტევენ-მინისტრი განთავისუფლებულია!!!

 

afxazetiiiiiiiiiiiiiiiiiiiსოხუმში, ოპოზიციური ძალების სტიქიური ყრილობა გადაიზარდა მასობრივ არეულობაში. მომიტინგეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ ალყა გაარღვიეს და სამინისტროს კარებს მიადგნენ. ცეცხლი წაუკიდეს კარების თავზე დამონტაჟებულ საჩიხს და სკანირებენ „გამოდი, გამოდი“, რომელიც მიმართულია შინაგან საქმეთა მინისტრისადმი. მილიციის და დეფაქტო ხელისუფლების სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს უჭირთ სიტუაციის კონტროლი. ეს წუთია გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ „დროებით გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძიაფშიპა პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებამდე“. შეგახსენებთ, მომიტინგეები მოითხოვდენ შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაფშიპას გადადგომას გართულებული კრიმინოგენული ვითარების გამო.

 

https://youtu.be/JwDFiaQ8WZ8

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის შსს-ს შენობას მოლოტივის კოქტეილები ესროლეს
შემდეგი სტატია(video) სოხუმში მომიტინგეებმას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესასვლელს ცეცხლი წაუკიდეს