სოხუმში ლუგარის ლაბორატორიაზე იმსჯელეს (ვიდეო)

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში კონფერენცია შედგა თემაზე “ბიოლოგიური იარაღი: თანამედროვე გამოწვევები და საფრთხეები” – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მომხსენებლების მთავარი სამიზნე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი გახდა.

დე-ფაქტო აფხაზეთის სამხედრო ძალების პოლკოვნიკმა ვადიმ კორტავამ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ინფორმაცია დახურულია, რადგანაც მას სამხედროები აფინანსებენ,ასევე, კორტავას თქვით, შექმნილია ლაბორატორიის ქსელი მეორე და მესამე ზონის უსაფრთხოებით, სადაც პათოგენების დიაგნოსტირება ხდება, რომელიც ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობისთვის საშიშროებას წარმოადგენენ. გარდა ამისა, კორტავას თქმით, ლაბორატორია რეგიონში არსებული მწერებისა და მიკროორგანიზმების შესახებ აგროვებს ინფორმაციას, რომ ის შემდეგ ბიოლოგიურ იარაღად გამოიყენოს სხვადასხვა ქვეყნების წინააღმდეგ. საუბრის თემა სხვა გამომსვლელებმაც გააგრძელეს. მათი რიტორიკა ოფიციალური რუსეთის რიტორიკის ანალოგი იყო.

რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიაში ე.წ დახურული კვლევების შესახებ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული – ასე განაცხადეს საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყნიდან მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ლუგარის სახელობის ლაბორატორია დაათვალიერეს და იქ მიმდინარე კვლევები შეისწავლეს. ექსპერტების მიერ შედგენილი შესაბამისი დასკვნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

 

https://www.youtube.com/watch?v=OrIS-BjMzkw&feature=youtu.be&fbclid=IwAR1nKdnAGv76cNVshaJGk9ZoEy1QkIPbHe1grRUYXqURis8WW0ZUGdeFX7w

 

banner
წინა სტატიაშიმარინე ჩიტაშვილი – მურუსიძე ეკუთვნის იმ კატეგორიას, რომელიც ხელს ყველაფერზე მოაწერს და წყნარი სინდისით დაიძინებს იმის კვალობაზე, რომ კანონი აღასრულა
შემდეგი სტატიაგანჩინების ტექსტი ალავერდელმა მიტროპოლიტმა, დავით მახარაძემ წაიკითხა