სოხუმში ხეზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

აფეთქებას, რომელიც სოხუმის მახლობლად მდებარე ტყის მასივში მოხდა 25 მარტს, ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. კონკრეტულად შემთხვევას ადგილი ჰქონდა დილის საათებში ახალი რაიონისა და ქალაქის ნაგავსაყრელთან გამავალი სარკინიგზო გზის სიახლოვეს.
აფხაზური მედია ეყრდნობა სოხუმის დე-ფაქტო რეჟიმის ე. წ. ვიცე-პრემიერის ასლან კობახიას ინფორმაციას, რომლის თანახმად, დაახლოებით 11 საათსა 30 წუთზე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აცნობეს მილიციას, რომ „ხეზე ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლის სხეულის ნაწილები ირგვლივ იყო მიმოფანტული“. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ადგილი ჰქონდა აფეთქებას და მამაკაცი სწორედ რომ მისი მსხვერპლი გახდა. ცხედარი არ არის იდენტიფიცირებული.

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიო: ვისაც უნდა უმაღლესი წარმატება, უმაღლესი სულიერი მიღწევა, უნდა იყოს მონა
შემდეგი სტატიაკაბელების საქმე დანაშაული იყო, თუმცა რეალურ დამნშავეს “პასუხი არ უგია” – კობახიძე