სოხუმში ხაჯიმბას მხარდამჭერი მიტინგი მიმდინარეობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 15, 2016 15:05

სოხუმში ხაჯიმბას მხარდამჭერი მიტინგი მიმდინარეობს

სოხუმში, აფხაზეთის მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერი მიტინგი უკვე დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განლაგებულია ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც შენობის პერიმეტრს იცავენ. შეკრებილების წინაშე უკვე სიტყვით გამოვიდა დე-ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი ვლადიმირ ზანტარია, რომელმაც თავის გამოსვლაში თქვა, რომ პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის ოპოზიციაც, წინააღმდეგობრივი საკითხების გადაჭრისას იხელმძღვანელებს კონსტიტუციით. მისი თქმით, დოკუმენტს უკვე ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ მოაწერა ხელი.
დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დაურ აშბამ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმაც მოაწერეს ხელი ახალმიღებულ დოკუმენტს.
სოხუმის დრამატული თეატრთან ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენლები და მათი მომხრეები იკრიბებიან – აფხაზური მედია ავრცელებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 15, 2016 15:05