ოკუპირებულ სოხუმში მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო „საგანგებო სიტუაციების“ სამსახური ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ავარია ღამის საათებში, სოხუმის აკირთავას ქუჩაზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
მომხდარის ზუსტი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.















