სოხუმში, 03:38 საათზე სამხატვრო გალერეია დაიწვა-გადარჩენილთა შორის არის შჩეგლოვის, ავიძბას, სერგეი სანგალოვის, გოლავის, სერგეი გაბელიას, ცვიჟბას, თაჩულიას, მინასიანის ნამუშევრები

აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ღამით გაჩენილ ხანძარს ეროვნული სამხატვრო გალერეის კოლექციიდან ნახატების მცირე ნაწილი გადაურჩა. გადარჩენილთა შორის არის ვიქტორ შჩეგლოვის, ხუტა ავიძბას, სერგეი სანგალოვის, გოლავის, სერგეი გაბელიას, ვისარიონ ცვიჟბას, თაჩულიას, მინასიანის ნამუშევრები. გალერეის კოლექციაში შედიოდა ოთხ ათასზე მეტი ნამუშევარი, მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი.

სოხუმში, 03:38 საათზე სამხატვრო გალერეია დაიწვა.განადგურებულია 4000 ნამუშევარი. დამწვარია აფხაზეთის მხატვრის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას 300- მდე ნამუშევარი

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა დინარა სმირმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „გამოუსწორებელი ზარალია ეროვნული კულტურისთვის“.

„შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. 4000-ზე მეტი ეგზემპლარი, ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობის მეორე სართულზე იყო განთავსებული. მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარია. ეს არის გამოუსწორებელი დანაკარგი აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის“, – აღნიშნა სმირმა.

4000 ნახატი ხანძრის შედეგად დაიკარგა და ჩაქრობის პროცესში წყალმა დააზიანა.

banner
წინა სტატიაშისოხუმში სამხატვრო გალერეია დაიწვა განადგურებულია 4000 ნამუშევარი
შემდეგი სტატიარატომ გაჭიანურდა წერეთელზე სამუშაოების დასრულება?