სოხუმის წინასწარი გამოძიების იზოლატორში საპროტესტო აქციას მართავენ დაკავებულები

აფხაზეთის დე-ფაქტო შს სამინისტრო ძებნით ოპერაციას ატარებს

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“...სოხუმის წინასწარი გამოძიების იზოლატორში დაკავებულებმა ლეიბებს წაუკიდეს ცეცხლი და ჭურჭელს ახმაურებდნენ – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

“სოხუმის წინასწარი გამოძიების იზოლატორში პატიმრები, რომლებიც არ არიან კმაყოფილი პირობებით, სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებს აწყობენ. ამის მიზეზი, როგორც წესი იზოლატორის ადმინისტრაციიდან სამართლებრივი ნიჰილიზმია” – განაცხადა იზოლატორში მყოფი ერთ-ერთი თავისუფლება აღკვეთილის ადვოკატმა საიდ კვიცირიამ.

კვიცირიას თქმით, დაკავებულების უკმაყოფილებას მათი უფლებების დარღვევა იწვევს და მაგალითად მოჰყავს სამედიცინო მომსახურების არქონა, სანიტარული ნორმების დარღვევა და სხვა. მისი თქმით, სოხუმის ადვოკატთა პალატამ არა ერთხელ ისაუბრა იზოლატორის პირობებზე, მაგრამ მას არასდროს მოყოლია შესაბამისი ორგანოებიდან სათანადო რეაგირება.

banner
წინა სტატიაშიფრანგულ ალპებში ზვავს ერთი ბავშვი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაქვეყნის ნიჭიერი გახდა ბარბარა სამხარაძე