სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 9 მარტამდე შეჩერდა

საქართველოში ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, სსუ-ში სასწავლო პროცესის დაწყება, ამ ეტაპზე, გადადებულია 2020 წლის 9 მარტამდე. აღნიშნულ ვადებში უნივერსიტეტში დაგეგმილია ვირუსული დაავადებების გავრცელების აღკვეთის მიზნით გათვალისწინებული საპრევენციო სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.

სასწავლო პროცესის განახლების ვადებთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი: დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში, არ მოგეკარებათ კორონავირუსი
შემდეგი სტატიაკორონავირუსის პრევენციის მიზნით, ფოთის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება