25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

სოხუმის საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა — ოკუპირებულ აფხაზეთში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს

14 აგვისტოს, ღამის საათებში, ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პატიმარი ალმასხან გუმბა გაიქცა.

არსებული ინფორმაციით, გუმბა საავადმყოფოში წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გადაიყვანეს. მან სამედიცინო დაწესებულების პალატა თვითნებურად დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე ე.წ. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები გაქცეულის ადგილსამყოფლის დასადგენად. საქმის ფარგლებში უკვე დაკითხეს ე.წ. სამართალდამცავები, რომლებსაც პატიმრის მეთვალყურეობა და დაცვა ევალებოდათ.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს არ შეუერთდა
შემდეგი სტატიაინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრას სულ მცირე 47 ადამიანი ემსხვერპლა