სოხუმის რეჟიმის დელეგაცია ვიზიტით იტალიაში იმყოფება

სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან თანია, რომელსაც თან ახლავს ე.წ. განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი ვიტო გრიტანი, სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსდა სეპარატისტთა საგარეო უწყების საიტზე.
ინფორმაციის თანახმად, კან თანიამ მონაწილეობა მიიღო მესაში, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთის ხალხს. ღონისძიება ჩატარდა ქალაქ კაპურსოს სანტა მარია დელ პოცოს ბაზილიკაში.
ტაძრის მოძღვარმა ფილიპო დე ალესანდრომ ღვითისმშობლის სტატუეტი უსახსოვრა კან თანიას, ხოლო ამ უკანასკნელმა მასპინძელს სვიმონ კანანელის ხატი გადასცა.

banner
წინა სტატიაშიკიევის რესტორანში 60-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს
შემდეგი სტატიაპარლამენტის თბილისის და ქუთაისის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა