სოხუმის რეჟიმი ენგურზე საბაჟოს გახსნას აპირებს

“აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე საბაჟოს ამოქმედება მთავრობის დღის წესრიგში დგას”, – განაცხადა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ ბესლან წვინარიამ. მისი თქმით, აუცილებელია განისაზღვროს იმ პროდუქციის სია, რომელიც დაექვემდებარება საბაჟო გადასახადს.
“საქონლის სრული მოცულობის განსაზღვრა, რომელიც აფხაზეთში საქართველოდან შემოდის, შეუძლებელია, რადგან არ არსებობს აღრიცხვა. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ტვრითების გაფორმება საზღვარზე”,- თქვა წვინარიამ. იგი არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხს სეპარატისტული ხელისუფლება დადებითად გადაწყვეტს მომავალ წელს.
“სადღეისოდ აკრძალულია საქართველოდან აფხაზეთში ცირტუსების, თამბაქოს და ალკოჰლორი სასმელების შეტანა, თუმცა ეს სიაც დასახვეწია”,- დასძინა წვინარიამ.
ინფორმაციას ავრცელებს აფხაზური მედია.

banner
წინა სტატიაში„უცნობმა“ კვირიკაშვილთან გაგზავნილი მიმოწერა გაასაჯაროვა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაევროკავშირი კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივებს რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს