სოხუმის კინოფესტივალის საერთაშორისო მასშტაბები

2-6 აპრილს აფხაზეთში სოხუმის საერთაშორისო კინოფესტივალი SIFF (Sukhum International Film Festival) გაიმართება. პროგრამა მხოლოდ მოკლემეტრაჟიან ფილმებს ითვალისწინებს, რომელიც 2016 წლის 1 აპრილამდე გადაიღეს. ფილმის მაქსიმალური ქრონომეტრაჟი 30 წუთია, მინიმალური – 10 წუთი. როგორც საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ რელიზშია მითითებული, ფესტივალში მონაწილეობაზე განაცხადი 3 ათასამდე რეჟისორმა გააკეთა, მათ შორის, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ირანიდან, მაროკოდან და სხვა. გამოქვეყნებულია, ასევე ფილმების ჩამონათვალი, რომლებიც ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

ორგანიზატორების თქმით, გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო 9 ნომინაციაში გადაეცემათ. ჟიურიში რუსი და აფხაზი რეჟისორები არიან. “თაიმერი” დღეს შეეცდება საგარეო საქმეთა სამინისტროსგან აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი მოიპოვოს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო ვიცე-პრემიერი: ეს კარანტინი ბლოკადის ტოლფასია
შემდეგი სტატიასაფრანგეთი რუსეთთან დიალოგით დაინტერესებულია