სოხუმის და ცხინვალის რეჟიმების ე.წ. პარლამენტარები სირიაში საერთო ვიზიტს გეგმავენ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 11, 2017 00:19

სოხუმის და ცხინვალის რეჟიმების ე.წ. პარლამენტარები სირიაში საერთო ვიზიტს გეგმავენ

მნიშვნელოვანი

  • სოხუმის და ცხინვალის რეჟიმების ე.წ. პარლამენტარები სირიაში საერთო ვიზიტს გეგმავენ

სხვა სტატიები

აფხაზი სეპარატისტები სთავაზობენ ოს და დნესტრისპირეთის ე.წ. პარლამენტარებს სირიის პარლამენტის წარმომადგენლებთან საერთო შეხვედრა მოაწყონ. ამის შესახებ ცხინვალის სააგენტო “Рес”-ს განუცხადა აფხაზეთის სახალხო კრების თავმჯდომარის მოადგილემ ლევონ გალუსტიანმა. “ჩვენ გთავაზობთ, რომ გავაფართოვოთ ჩვენი უახლოესი მოკავშიირების წრე. ამასწინათ, აფხაზეთში შედგა სირიის პარლამენტის წარმომადგენელთა ვიზიტი. ახლა მზადდება აფხაზეთის სახალხო კრების საპასუხო ვიზიტი დამასკოში, სადაც გაიმართება შეხვედრა სირიელ პარლამენტარებთან”, – განაცხადა გალუსტიანმა. მისი თქმით, “სამხრეთ ოსეთის პარლამენტართა ამ შეხვედრაში მონაწილეობა სამუშაო რეჟიმში გადაწყდება…და არ არსებობს რაიმე პრობლემა, რომელიც ხელს შეუშლის ჩვენს საერთო ვიზიტს სირიაში”.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 11, 2017 00:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,878
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics