სოხუმის და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერთა ტაშ-ფანდური ( ვიდეო)

“ფეისბუკის” სოციალურ ქსელში ქვეყნდება ვიდეო, რომელზეც ასახულია თუ როგორ ერთობა ერთ-ერთ საბანკეტო დარბაზში სოხუმის და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების ხელმძღვანელობა. კონკრეტულად სად ხდება ეს ტაშ-ფანდური მითითებული არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ გართობას 2017 წელს ჰქონდა ადგილი.
ვიდეოკადრებს, რომლებიც მოგვიანებით “YouTube”-ზეც აიტვირთა, აფხაზი მომხმარებლების ფართო რეაქცია მოჰყვა. ნაწილი “კომენატორებისა” თვლის, რომ პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან და აქვთ უფლება იცეკვონ და იმღერონ, ხოლო მეორე ნაწილს მიუღებლად მიაჩნია მათი ტაშ-ფანდური იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზეთში უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა შექმნილი. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ იმ დროს როდესაც ფაროსანამ პრაქტიკულად გაანადგურა თხილის და ციტრუსების პლანტაციები და სოფლის მეურნეობა დეგრადაციას განიცდის, მის მინისტრს არ უნდა ეცეკვებოდეს. “ჩვენი გადასარევი მინისტრი დაურ ტარბა არ კარგავს იმედს და ოპტიმიზმს, რადგან მას დიდი გამოცდილება აქვს დაგროვებული მუცლის არეში”, – წერს “ფეისბუკის” მომხმარებელი Дася Кубичба.

 

 

https://youtu.be/UmvqGmElkVw

 

 

 

https://youtu.be/BLvMm6OmpaM

banner
წინა სტატიაშირექს ტილერსონის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არ დგას
შემდეგი სტატიაევროკავშირი: გიულენის მოძრაობას ტერორისტულ ორგანიზაციად არ ვხედავთ