რუსეთის სპეცსამსახურებმა ოკუპირებული სოხუმის ე.წ. საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს პირი, რომელსაც უკრაინის დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობაში და მათთვის სხვადასხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში სდებენ ბრალს.
ამის შესახებ რუსული მედია წერს. სტატიის თანახმად, 1980 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქის უკანონო საქმიანობა აღკვეთა, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურის დავალებით ხორციელდებოდა. დადგინდა, რომ დამნაშავე კონფიდენციალურ თანამშრომლობას აწარმოებდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელთან, რომლის დავალებითაც მან უკრაინულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია იმ სამუშაოს ხასიათის შესახებ, რომელსაც ასრულებდა სოხუმის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ის საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის სპეციალისტად ირიცხებოდა“, – აცხადებენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში.
მათი ცნობით, დაკავებული გეგმავდა უკკრაინისთვის აეროპორტის და მიმდებარე დახურული ავტოსადგომის გეგმა-სქემის გადაცემას, რომელიც ოფიციალური საერთაშორისო დელეგაციების მისაღებად გამოიყენებოდა.