სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო კოდი მიანიჭეს

არძინბას სახელობის სოხუმის აეროპორტს URAS-ის საერთაშორისო კოდი მიანიჭეს – ამის შესახებ აფხაზური მედია წერს. URAS-ის კოდი ენიჭებათ დსთ-ში (U) მყოფ ქვეყნებს. კოდის მინიჭებით სოხუმის აეროპორტი დარეგისტრირდა როგორც როსტოვის (R) საჰაერო ზონა, სადაც საავიაციო მართვის ცენტრი იქნება.

“როსტოვის საჰაერო სივრცესთან ჩვენი მიმაგრება ჩვენს სუვერენიტეტზე არ აისახება. მისი მომსახურებით სარგებლობს ყველა ევროპული ქვეყანა” – განაცხადა დე-ფაქტო აფხაზეთის სამოქალაქო საავიაციო სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელმა ზაურ ეშბამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრეზიდენტობის კიდევ სამი კანდიდატი დაარეგისტრირეს