სოხუმის აეროპორტს რაშიდ ნურგალიევის შვილის კომპანია აღადგენს

27 ოქტომბერს, აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას მონაწილეობით ხელი მოეწერა სოხუმის აეროპორტის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის შეთანხმებას,-ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახური ავრცელებს.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ და რუსულმა სააქციო საზოგადოება „ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ“, რომლის ხელმძღვანელი და მფლობელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილი, რაშიდ ნურგალიევია.

საინფორმაციო სააგენტო “აფსნისპრესის“ ინფორმაციით, შეთანხმების შესრულების ფარგლებში იგეგმება აეროდრომის ოპერატიული ვარგისიანობის აღდგენა. ინვესტორი აღადგენს 3100 მეტრის სიგრძის და 45 მეტრის სიგანის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს, რაც ობიექტს საშუალებას მისცემს მიიღოს „რუსული და უცხოური წარმოების თანამედროვე თვითმფრინავები.”

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ყველაზე დიდი გავლენა ვინც შეიძლება, მოახდინოს მოზარდის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია
შემდეგი სტატიაკონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში განაცხადი ორმა კანდიდატმა შეიტანა