საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას თბილისში მასპინძლობს. სტუმარი გუნდის გულშემატკივრებმა ისტორიული მხარდაჭერის ამსახველი ბანერი გამოფინეს.
„სოხუმი საქართველოა. 7634 გადარჩენილი სიცოცხლე უკრაინის მიერ. ჩვენ გვახსოვს!“ — აღნიშნული წარწერით უკრაინელმა ქომაგებმა 1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, უკრაინელი მფრინავების მიერ სოხუმიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია გაიხსენეს.
მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს.








