სოხუმი ფიფას აგენტების მოლოდინში

1სოხუმში გამომავალი გაზეთი «Нужная газета» ავრცელებს ინფორმაციას, რომ 31 მაისს აფხაზეთს ეწვევიან ფიფას აგენტები დაგ ლარსენი და სერგეი აზიზოვი, რომლებიც დაესწრებიან არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს ფეხბურთში და გამართავენ პრესკონფენერციას. ამავე გაზეთის ცნობით, ფიფას წარმომადგენლები აფხაზეთში გასული წლის იქტომბერშიც იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთში არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია 28 მაისს გაიმართა სოხუმში. მას დაახლოებით 5 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. ჩემპიონატს ატარებს ConIFA (დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია),რომელიც 2013 წელს არის შექმნილი და აერთიანებს იმ არაღიარებული წარმონაქმნების საფეხბურთო ნაკრებებს, რომლებიც ფიფას შემადგენლობაში არ მიიღეს.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიადოდონა კიზირია: “ეპისტოლეში ნახმარი სიტყვების 50% ბორიას ცხოვრებაში ნამდვილად არ გაუგონია”