სოხუმი იწვის, ქალაქში სიკვდილის ჯოჯოხეთი ტრიალებს

ნანა იზორიას ნაამბობიდან: „რამდენიმე წუთში, კიროვოს ქუჩაზე, იტალიური სახლის ეზოში ბაგრამიანის სომხური ბატალიონი შემოვა.… სოხუმი იწვის, ქალაქში სიკვდილის ჯოჯოხეთი ტრიალებს.
მეზობელ ქალბატონებთან ერთად, ერთ ოთხაში ვიმყოფებით… სამხედროები კიბეზე ამოდიან… სიტყვიერი შეურცხყოფა მოგვაყენეს და გვითხრეს, რომ დაბრუნდებოდნენ…
დედამ სახლის სარდაფში ჩამიყვანა, დამარიგა, რამდენიმე დღე, სანამ სიტუაცია ოდნავ მაინც განიმუხტებოდა, იქიდან არ ამოსვაულიყავი. თავად კი ჭიშკარში შემოსულ მტერს შიშველი ხელით შეეგება და წინააღმდეობაც გაუწია…
მითხრა – დედიკო, შვილო, რაც არ უნდა მოხდეს, ხმა არ ამოიღოო. თავისი საქორწინო ბეჭედი ხელში დამაკავა და … წავიდა.
ვგრძნობდი, ჩემს თავზე უბედურება ტრიალებდა…ცოტა ხანში სროლის ხმა გავიგე, მეგონა რომ გული გამისკდებოდა…მესმოდა დედის თავგანწირული ხმა, მესმოდა თუ როგორ ხვრეტდნენ მას…
ვიჯექი სოროში, სადაც განძრევის საშუალება არ მქონდა
თავის მოკვლა ვცადე, მაგრამ არ გამომოვიდა…
ყველა ქალბატონი დახვრიტეს და სახლს ცეცხლი წაუკიდეს
მზია კალანდია, მამიდაჩემი, 27 სექტემბერს, ისევე, როგორც ბევრი ქართველი, სოხუმში აფხაზებმა დახვრიტეს. მას შემდეგ 31 წელი გავიდა.
არაფერი ქრება – არც სიხარული, არც ტკივილი, მაგრამ, 27 სექტემბერი მამიდას სახელს, სახეს, სიტყვებს, მოქმედებებს, რომელიც აღარ არის, ისევ და ისევ აახლებს.
არაფერი ქრება, არც მისი ღიმილი და სიყვარული, რომელიც ჩვენში შემოიტანა. უბრალოდ, ზოგჯერ იყუჩებ უმისობას და ზოჯგერ წაგლეკავს წარმოდგენა, როგორ მოხვდა ტყვია, რომლის შემდეგაც ყველაფერი მაჯისცემასავით გაუჩერდა.
არაფერი ქრება, არც ეს სიყვარული, რომელიც დიდი ხნის ურთიერთობით დატოვა ჩემში……

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაში1993 წლის 27 სექტემბერი-სოხუმის ოკუპაცია
შემდეგი სტატიაროგორც ოთარ ჭილაძე იტყოდა: „მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“-მე აფხაზეთი ჩემი ნებით არ დამითმია