სოხუმი დემონსტრაციისთვის ემზადება

სოხუმი ოპოზიციური ძალების ბლოკისა და ხელისუფლების მომხრეების დემონსტრაციისთვის ემზადება. მხარეების მომხრეები სამთავრობო შენობასთან უკვე იკრიბებიან – აფხაზური მედია ავრცელებს. როგორც დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრმა ასლან კობახიამ განაცხადა, სამართალდამცველები ექსესებს არ დაუშვებენ. “აქაც და იქაც ჩვენი მოქალაქეები დგანან, რომლებმაც არა ერთი სირთულე გამოიარეს. სამართალდამცველი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ აქციები სამართლიანობის საზღვრებიდან არ გამოვიდეს” – განაცხადა კობახიამ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერთოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში – კობახიძე
შემდეგი სტატიასოხუმში ხაჯიმბას მხარდამჭერი მიტინგი მიმდინარეობს