სოხუმი და დამასკო საელჩოების გასახსნელად სამუშაოებს ატარებენ, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება – აფხაზეთის დე-ფაქტო მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. “ეს პროცესი, როგორც იტყვიან, დაწყებულია და ერთ დღეს არ გადაწყდება, მაგრამ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მოხდება”. მისივე განცხადებით ასევე, დაგეგმილია ხაჯიმბას და სირიის პრეზიდენტის შეხვედრა, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, თუმცა, კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის – აფხაზური მედია ავრცელებს.
სირიის მთავრობამ 29 მაისს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.