სოხუმელი ომარ მერცხულავას შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდო დააწესეს

ომარ მერცხულავას გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც სოხუმის მკვიდრია, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სამი ეჭვმიტანილი დაკავებულია. მიუხედავად ამისა, მერცხულავას ადგილსამყოფელი, ჯერჯერობით, დაუდგენელია. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შსს-მ ჯილდო დააწესა ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც გატაცებულის ადგილსამყოფელს შეეხება. ომარ მერცხულავა 17 აპრილს სამმა შეიარაღებულმა მამაკაცმა გაიტაცა.

banner
წინა სტატიაშიოლიგარქი იგორ კოლომოისკი უკრაინაში დაბრუნდა
შემდეგი სტატიახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა