სოხაძე, ჭოხონელიძე, ყიფშიძე, ოქიტაშვილი… – ღია წერილი პუტინს

საქართველოს კულტურის პალატამ კრემლში წერილი გაგზავნა. წერილს ხელს ირმა სოხაძე, მარიკო კვალიაშვილი, ზურაბ ყიფშიძე, თამარ ჭოხონელიძე, დავით ოქიტაშვილი, ნუნუ გაბუნია და სხვები აწერენ. წერილში ნათქვამია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურება რუსულ-ქართული ურთიერთობებს დარტყმის ქვეშ აყენებს.
“რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს,
ბატონ ვლადიმერ პუტინს
თბილისი / 11.03.2018
საქართველოს კულტურის პალატისა და საქართველოს კულტურის სფეროს მოღვაწეთა ღია წერილი
ჩვენ, საქართველოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები შეშფოთებულები ვართ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება.
ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართულ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვანები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის – არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება.
ხელს ვაწერთ:ლია მიქაძე,ნუნუ გაბუნია,მარიკო კვალიაშვილი,ზურა ყიფშიძე,ირმა სოხაძე,თამრიკო ჭოხონელიძე,მაკა მახარაძე,ასმათ ტყაბლაძე,თეიმურაზ გვალია,დავით ოქიტაშვილი.ხელმოწერები გრძელდება” ნათქვამია პუტინისთვის გაგზავნილ წერილში.

banner
წინა სტატიაშიორბელის უღელტეხილზე კლდე ჩამოიშალა
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილმა მერიიდან გაცემული თანხის მიზნობრიობის შესწავლის მოთხოვნით აუდიტის სამსახურს მიმართა