26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

სოხაძე: აბასთუმანში ბევრი ტურისტული ობიექტი შენდება

აბასთუმანში ბევრი ტურისტული ობიექტი შენდება. მივიღებთ ძალიან მაგარ დასასვენებელ ადგილს, ძალიან მაგარ ლოკაციას ჩვენი ქვეყნისთვის. არც თუ ისე ახალ, მაგრამ განახლებულ ტურისტულ ცენტრს– განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.

,,მინდა კიდევ ერთხელ შემთხვევით ვისარგებლო და ქართუ ფონდს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერ ამას მან ჩაუყარა საფუძველი. ძალიან დიდი ინვესტიცია განახორციელა აბასთუმანში იმისთვის, რომ ამ კურორტს დაებრუნებინა და ახალი სიცოცხლე შეეძინა ზოგადად ტურისტული თვალსაზრისით.“ – თქვა სოხაძემ.

აბასთუმნის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა. სამინისტროს ცნობით, სამუშაოები ახალმა კონტრაქტორმა უკვე დაიწყო და 2027 წლის შემოდგომაზე გზის მშენებლობა დასრულდება.

banner
წინა სტატიაშილავროვი: NATO და EU ვერ შეძლებენ „თავის დაძვრენას“ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევისთვის
შემდეგი სტატიაბათუმში, ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს