“სოკართან” შეთანხმების შემდეგ გვექნება სურათი იმისა, თუ როგორ დავასრულოთ მოლაპარაკებები “გაზპრომთან”

თუ ლარი კვლავ გაუფასურდება, შესაძლოა, ელექტროენერგია კიდევ გაძვირდეს

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომის” წარმომადგენლებთან საუბარი უახლოეს მომავალში დასრულდება.

მისი თქმით, 29 თებერვალს ის აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც საუბარი იქნება “შაჰდენიზის” მილსადენით საქართველოში დამატებითი მოცულობის შემოტანაზე.

“კონკრეტიკა ჯერ არაფერი არ არის, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, ალბათ, რამდენიმე დღეში, ცნობილი იქნება ყველაფერი. მე 29-ში მაქვს ვიზიტი აზერბაიჯანში, სადაც შევხვდები “სოკარის” ხელმძღვანელობას. ჩვენ აქტიურად ვმუშავებთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოვახერხოთ და შესაძლებელი იყოს “შაჰდენიზის” მილსადენში დამატებით მოცულობის წამოღება. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვფიქრობთ, ალბათ გარკვეული შეთანხმებას მივაღწევთ და ამის შემდეგ გვექნება სურათი იმისა, თუ როგორ დავასრულოთ მოლაპარაკებები “გაზპრომთან”. ძალიან სწრაფად დასრულდება, ამას მოვახერხებთ”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალიდან გატაცებული სამირა ბაირამოვა ნაპოვნია
შემდეგი სტატიამამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს