სოდომია თუ ღალატი – რომელია უფრო დიდი ცოდვა?

2008 წელი, აგვისტომ ჩაიარა… დიდი ტკივილისგან დაზაფრული საქართველო და მისი მოსახლეობა ჯერ კიდევ ერთადაა… ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკაზე მორატორიუმი გამოაცხადა… მცირე – ერთეული გამონაკლისის გარდა, ჯერ არავინ აჰყოლია რუსულ ნარატივს, რომ მძინარე ცხინვალს დავესხით თავს და 2000 მშვიდობიანი მოქალაქე დავხოცეთ. სასულიერო ხელისუფლებამ თავისი წვლილი შეიტანა ვითარების დამშვიდებაში. პატრიარქი და რამოდენიმე ეპისკოპოსი, ღვთისმსახურები დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გადმოსვენების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. წლის ბოლოს სინოდის სხდომა ინიშნება და… “ჩვენ უნდა მივმართოთ რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებებს და ბოდიში მოვუხადოთ მომხდარის გამო”… ზარის ჩამოკვრასავით ისმის სინოდის სხდომაზე ნეკრესელი ეპისკოპოსის, ზაგორსკში განათლებული, მეუფე სერგის (ჩეკირიშვილი) სიტყვები. სინოდის წევრების ერთი ნაწილი აღშფოთდა. სერგის მხარდამჭერებიც გამოუჩდნენ(!). ის დაჟინებით მოითხოვს და ცდილობს დაასაბუთოს ბოდიშის აუცილებლობა. ბოლო სიტყვა პატრიარქზეა: – არა! საკითხი ჩავარდა.
ჩემთვის საქართველოს მოქალაქისა და ეკლესიის საკითხებში მეტ-ნაკლებად გარკვეული ადამიანისთვის, ეს არის საფრთხე. ეს არის ამ
ინსტიტუციაში მოღალატეობრივი სულისკვეთების დემონსტრირება და ეს არის რუსული გავლენა. პატიოსანი ეპისკოპოსები არ და ვერ უარყოფენ ამ
ფაქტს. ამიტომ, როდესაც საზოგადოება და მედია მსჯელობს ეკლესიის პრობლემებზე, ის რითაც უნდა დავიწყოთ არის ეს – მოღალატეობრივი – პრორუსული პოზიცია. მეტყვით რატომ არა სოდომია? ეს ხომ უფრო საინტერესოა ან გნებავთ, უფრო დიდი ცოდვაა?… სოდომია და სიძვა თანაბარზომიერი ცოდვაა. ცოდვა კი ღრმერთთან მისასვლელ გზაზე გახლავთ დაბრკოლება. სულ ესაა, დანარჩენი ინკვიზიციისა და კგბ-ს, გაუნათლებელი ერის და ბერის იმპროვიზაციაა. რა უფრო საშიშია სახელმწიფოსთვის, ის რომ ინდივიდი ერში თუ ბერში ჩადის ცოდვას და გზას იბრკოლებს ღმერთისკენ თუ ის, რომ ინდივიდი სახელმწიფოს აბრკოლებს? მთავარია ეს ცოდვა მტერმა იარაღად ვარ გამოიყენოს ამ
ჰომოფობიურ საზოგადოებაში. ან იქნებ იყენებს კიდეც უკიდეგანო ჰომოფობიის გამო. ამიტომ, იქნებ ამაზე ვიმსჯელოთ და თავი დავანებოთ სხვის ბუდუარებში ძრომიალს. ეგრეც რომ იყოს, ყველამ თავად მიხედოს თავის “ცოდვას” და ჩვენ ნუ განვიხილავთ ამას. სინოდში პრორუსული ეპიკოპოსების ყოფნა უფრო დიდი გამოწვევაა ვიდრე ცალკეული მათგანის პირადი ცხოვრება და ვნებები.

გოჩა მირცხულავა

banner
წინა სტატიაშირა მოხდა 1988 წლის დეკემბერში
შემდეგი სტატიამორიგი საკანდალური დოკუმენტი-ფაქტი საქართველოს ეკლესიაში არსებული მამათმავალი სასულიერო პირების შესახებ