სოცქსელების ვარსკვლავი ერდოღანის მეტოქე იქნება საპრეზდენტო არჩევნებზე

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 4, 2018 19:34

სოცქსელების ვარსკვლავი ერდოღანის მეტოქე იქნება საპრეზდენტო არჩევნებზე

თურქეთის უმსხვილესი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალო პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას დაასახელებს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მეტოქე მისი ძველი კრიტიკოსი და დეპუტატი მუჰამემ ინჟე იქნება. ინჟე თურქეთის პარლამენტის წევრია 2002 წლიდან. თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 24 ივნისს არის დანიშნული. არჩევნების შემდეგ ძალაში შევა ცვლილებები მმართველობის საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

“ჩვენ მზად ვართ” – დაწერა ინჟემ დღეს “ტვიტერში” . უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ის რელიგიური სკოლების წინააღმდეგ გამოდის, სადაც ბიჭებმა და გოგონებმა ცალცალკე უნდა ისწავლონ და სადაც, ასევე ისლამი უნდა ასწავლომ და მიიღონ რელიგიური პრაქტიკა. ერდოღანის პარტია მსგავს იდეებს აქტიურად უჭერს მხარს.
პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე ინჟემ დეპუტატებს სთხოვა, ხელი აეწიათ მათ, ვინც ასეთ სკოლებში გაუშვებდა საკუთარ შვილებს. ხელი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა ასწია. 2009 წლიდან ინჟე სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავი გახდა მას შემდეგ, რაც მისმა გამოსვლამ ბიუჯეტთან დაკავშირებით მილიონობით ნახვა დააგროვა – “ბიბისი” წერს.
თავის გამოსვლაში ის მთავრობის ქურთულ სეპარატიზმთან ბრძოლის გზებს აკრიტიკებდა, ასევე საუბრობდა კორუფციაზე, საგანგებო სამსახურების მეტისმეტ ძალაუფლებაზე.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 4, 2018 19:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,229
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics