8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,- ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.

,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის, 43 წლის დმიტრი პუშკარევის მკვლელობის ფაქტს და საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში პატიმრების ექსტრადირების განახლებას ადამიანის უფლებებთან მკაცრად შეუსაბამოდ მიიჩნევს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსეთის ფედერაციაში პირთა ექსტრადირება მანამ სანამ არსებითად არ შეიცვლება რეალობა რუსეთის ფედერაციაში და ამაზე არ იარსებებს კონსენსუსი საერთაშორისო საზოგადოებაში;

გენერალურ პროკურატურას გაასაჯაროონ 2022 წლის 16 მარტის შემდეგ რუსეთის ფედერაციიდან მიღებული საექსტრადიციო მოთხოვნების, მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული ექსტრადიციების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია;

იუსტიციის სამინისტროს განმარტოს სუმბაევი საქართველოს წინააღმდეგ საქმეში ევროპული სასამართლოს წინაშე დაფიქსირებული მორატორიუმის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი; ასევე მიუთითონ, რა სახის ინდივიდუალური გარანტიები და შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები იქნა გამოყენებული უკვე განხორციელებულ ექსტრადიციებთან დაკავშირებით”,- წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიCNN: ტრამპმა დიზელის საწვავის ფასების შემცირების მიზნით აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის შვილი საპროცესო შეთანხმებებზე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი