სოციალური სამართლიანობის ცენტრი – ხელისუფლება აგრძელებს მაჩალიკაშვილების დისკრედიტაციას

არასამთავრობო ორგანიზაცია ” სოციალური სამართლიანობის ცენტრი” თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე სპეციალურ ანგარიშს წარადგენს. ორგანიზაციის წარმომადგენლები იმ დარღვევებზე ისაუბრებენ, რაც ბოლო პერიოდის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეში გამოიკვეთა.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრში” აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელისუფლება დამახინჯებული არგუმენტებით აპელირებს და დაუსაბუთებლად ამტკიცებს, რომ მოკლული ახალგაზრდა ტერორისტულ დაჯგუფებასთან იყო დაკავშირებული. ბოლო წლების განმავლობაში კი, მთავრობა მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაციას ცდილობს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოდგენილ საბოლოო პოზიციას აფასებს და მიუთითებს, რომ საერთაშორისო სასამართლოშიც კი ხელისუფლება აგრძელებს მსხვერპლისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას და აშკარად დაუსაბუთებეულ და ფაბრიკაციულ ინფორმაციაზე აპელირებს – აცხადებენ ორგანიზაციაში

banner
წინა სტატიაშითორნიკე რიჟვაძე – ბევრი გამოწვევაა ქვეყანაში და აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი „AstraZeneca“-ს ვაქცინით აიცრა