სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებს ეხმაურება

“20 ივნისის მოვლენები იყო სახელმწიფოს მოქალაქეებისგან გაუცხოებისა და პოლიტიკური მოვლენების პოლიციის ძალით მართვის სამწუხარო გამოვლინება. ორი წლის გასვლის მიუხედავად, ჩვენ:

ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს პოლიტიკური აქტორებისგან და უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებისგან, რომ ადეკვატური დასკვნებია გამოტანილი ამ მოვლენებიდან;
ვერ ვხედავთ ხელისუფლების პასუხისმგებლიან პოზიციას უპირველეს ყოვლისა დაზარალებულების წინაშე,
ვერ ვხედავთ ქმედით ნაბიჯებს ამ მოვლენების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ეფექტიანად გამოსაძიებლად;
ვერ ვხედავთ სრულიად პოლიტიკური კლასის მზაობას, რომ შეაჩერონ პოლიტიკური ველის პოლარიზაცია და ურთიერთ მტრობა, რათა მომავალში მსგავსი მოვლენები თავიდან იყოს აცილებული”. – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც 20 ივნისის მოვლენების ამნისტირების საკითხის განხილვის პროცესში დაზარალებულები გამორიცხულები არიან და მათი ინტერესებისა და საჭიროებების უგულებელყოფა ხდება.

“20 ივნისის მოვლენებიდან ორი წლის თავზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ და მთლიანად პოლიტიკურმა ველმა უარი თქვას ამ მოვლენებით ვიწრო პარტიულ მანიპულირებაზე, ხოლო 20 ივნისს დაზარალებული ადამიანების მიმართ გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რაც მათ სოციალურ, სამედიცინო და სამართლებრივ საჭიროებებს მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებს”,– ვკითხულობთ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიექვსი წლის ბავშვის წამების საქმეზე მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს (დედას და მამინაცვალს) პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან დევნილი უმაღლესი საბჭო ლტოვილთა/დევნილთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება