,,სოციალური მუშაკებისთვის მიცემული დაპირებები არ სრულდება”

ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სოციალური მუშაკებისთვის მიცემული დაპირებები არ სრულდება, მათ შორის, ტრანსპორტის პრობლემა.

ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ხოშტარიამ განაცხადა, რომ სოცმუშაკებთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები 15 აპრილს უნდა მისულიყვნენ, თუმცა მაისის ბოლომდე ვერ გამოცხადდებიან, რაც უპატივცემულობაა პარლამენტის.

„მინისტრები დროს არ უნდა არჩევდნენ, ისინი პარლამენტში რეგლამენტის გათვალისწინებით უნდა მოვიდნენ. სოცმუშაკების მთელი პირობები არ კმაყოფილდება, მათ შორის ტრანსპორტის პრობლემა. როგორც კი საკითხი ტელეკამერებს ეფარება, მათი მოთხოვნები არ სრულდება. პარლამენტი მოვალეა, მინისტრების მოსვლა დააჩქაროს და საპარლამენტო კონტროლი გავაგრძელოთ”, – განაცხადა ხოშტარიამ.

თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ მაისის ბოლოს მინისტრის მოსმენა კანონის დარღვევა არ არის.

„თუ რაიმე არ სრულდება, ჩვენი ვალდებულებაა, კონტროლი გავაგრძელოთ. მაისის ბოლოს იქნება მოსმენა“, – განაცხადა ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესი საბჭო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად, კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას იწყებს
შემდეგი სტატიაოპოზიცია გაყალბების თავიდან ასაცილებლად პარტიული დამკვირვებლებისთვის ტრენინგს აგრძელებს